მიხეილ სააკაშვილი – თანამედროვე მსოფლიოში არც ერთი პრეზიდენტი შეწყალების გამო არ გასამართლებულა

რუსეთმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეიკლ სააკაშვილს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში მასალები გააგზავნა

საქართველოში შეწყალების საქმეზე განაჩენი გამომიტანეს, თანამედროვე მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ამის გამო არ გასამართლებულა,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის აღკვეთის ღონისძიებაზე გენერალური პროკურატურის აპელაციას განიხილავენ.

სააკაშვილის თქმით, განაჩენი სტრასბურგში პირველი გასაჩივრებისთანავე გაქარწყლდება.

„ეს არის ყალბი განაჩენი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა და ყველა უფლებადამცველმა პოლიტიკური უწოდა. ის სტრასბურგში პირველი გასაჩივრებისთანავე გაქარწყლდება და მათ ეს კარგად იციან.

ისინი შეუთანხმდნენ უკრაინის ხელისუფლებას, რომ მე თავიდან მომიშორონ. იციან, რომ უკრაინისთვის მე ვარ არც თუ ისე ნელი მოქმედების ბომბი, ამიტომ ჩემი საქართველოში გაგზავნა სურთ, რომ კიევიდან შორს ვიყო.

ეს არის ვლადიმერ პუტინის ხელშეწყობით ორი ოლიგარქის შეთქმულების ისტორია. პუტინი თავის ოფიციალურ პირებთან ყველა პრესკონფერენციაზე ჩემზე საუბრობს. მე არ გირჩევთ რუსული არხების ყურებას, თუმცა მეუბნებიან, რომ მათი პროპაგანდისტები ძალიან აღშფოთებულები არიან, რატომ არ ვარ ამ დრომდე დაპატიმრებული“,- განაცხადა სააკაშვილმა.

კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო გენერალური პროკურატურის აპელაციას განიხილავენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ეხება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში გამოცხადდა და სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტების წინაშე განცხადება გააკეთა. მან უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და გენერალური პროკურორი იური ლუცენკო კორუფციაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჩივრა კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 მოსამართლე დანიშნა
შემდეგი სტატიამიხეილ გიორგაძე – თეატრებში მთავარ გამოწვევად რჩება ალტერნატიული დაფინანსების საკითხი