მიხეილ სააკაშვილი თანახმაა კონსილიუმზე, ტესტებზე, წამლებზე

პრეზიდენტი თანახმაა კონსილიუმზე, ტესტებზე, წამლებზე… წყალს და ჩაის სვამს – ამის შესახებ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ისაუბრა.

მოხარული ვარ, 4-5 დღე ველოდებოდი ამ დღეს, როგორც იქნა შევედი და ვნახე. ძალიან საინტერესო იყო, რომ ბოლოჯერ რომ ვნახე, ახლა უფრო უარესს მოველოდი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეტყობა ძაან მაგარი ორგანიზმი აქვს, ასე რომ გადააჭარბა მოლოდინს… პრეზიდენტი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, თანახმაა წამლებზე. წყალს და ჩაის სვამს. რასაც ველოდებოდი ცუდს, ისეთი მდგომარეობა არ არის. განწყობა ძაან მხნე, ძაან გაუხარდა გუშინდელი აქცია, მაგაზე მელაპარაკებოდა კაი ხანს… საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება ჯერჯერობით არ არის, თუმცა საუბედუროდ დადგება ეს მომენტი…, – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

საქართველოს პრეზიდენტის მკურნალი ექიმის ინფორმაციით,ვე სამშაბათს შეიკრიბება მულტიფუნქციურ
მედიკოსთათა ჯგუფი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოიპოვებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-15 დღეა, შიმშილობს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი შიოლაშვილი პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მიმართავს
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს