მიხეილ სააკაშვილი შეთანხმებაზე – სიმართლე მწარე უნდა ითქვას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აზრით, დღევანდელი საარჩევნო სისტემა ხმებს სწორად ვერ დათვლის, ამიტომ საჭიროა პარტნიორების ჩართულობა ამ მიმართულებით გამოიყენონ და შესაბამისი მაგალითი აიღონ.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ მოაწერენ თუ არა შეთანხმებას ხელს.

“მე ვფიქრობ, პარტიებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ჩემი ფუნქციაა გითხრათ მხოლოდ ის რაც არის, ხომ არ მოგატყუებთ, სიმართლე მწარე უნდა ითქვას. გვინდა გადაწყვეტა, გვინდა გადალახვა კრიზისის, კრიზისი არის მძიმე, მაგრამ არსებობს რაღაც ელემენტარული თამაშის წესები მიღებული ცივილიზებულ სამყაროში, ამ წესების გადახვევა მიგვიყვანს მხოლოდ უარეს შედეგამდე”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე – პოლიტიკურ სპექტრს ხალხი მძევლად ჰყავს აყვანილი
შემდეგი სტატიადიპლომატიური ომი: რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა