მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დაინიშოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დაინიშნოს. ამ საბჭოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს – ინფორმაციას censor.net-ის ჟურნალისტი იური ბუტუსოვი ავრცელებს.

ჟურნალისტი წერს, რომ სააკაშვილის აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს დანიშნავენ.

მისი თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი გაზრდის სააკაშვილის უფლებამოსილებას. საქართველოს მესამე პრეზიდენტს უფლება ექნება, მინისტრთა კაბინეტის სხდომებში მონაწილეობა მიიღოს.

2 კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე : კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალურად შეხება 2013-2014 წლებიდან აღარ აქვს – რაიმე დავალება მის მიმართ “ოცნებიდან” არ ფიქსირდება
შემდეგი სტატია„უცნაურია, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან“