მიხეილ სააკაშვილი – შესაძლოა, არ უნდა მქონოდა დასავლეთის მიმართ ზედმეტი ნდობა, მაგრამ ეს ჩვენი, ღირებულებაზე დაფუძნებული მიდგომა იყო

შესაძლოა, მე არ უნდა მქონოდა დასავლეთის მიმართ ზედმეტი ნდობა, მაგრამ ეს ჩვენი, ღირებულებაზე დაფუძნებული მიდგომა იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, დასავლეთთან მიმართებაში საკმაოდ გულუბრყვილოდ იყო განწყობილი, რადგან ფიქრობდა, რომ დასავლეთში ყოველთვის ასრულებენ იმას, რასაც ამბობენ და სჯერათ საკუთარი პრინციპების.

„ვფიქრობ, ამერიკა იყო პასუხისმგებელი ცოტა მოგვიანებთ, თუმცა როდესაც ეს გააკეთა, ეს იყო საკმაოდ სწორი. ერთადერთი, მოგვიანებით იმედგაცრუება რაც იყო, თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი იყო, რომელმაც თქვა, რომ ამერიკა არ გამოიყენებდა ძალას და ამის მერე რუსებმა ახალგორი აიღეს. ძირითადად, რუსეთმა ახალგორი გეითსის ერთი ფრაზის შემდეგ აიღო. ეს იყო ამაზრზენად ცინიკური და ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის საწინააღმდეგო, იყო სამხედრო ემბარგოს ერთ-ერთი ინიციატორი და ასე შემდეგ. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მან მითხრა – „არ ვფიქრობ, რომ ნატო-ში თქვენი გაწევრიანება კარგი იდეაა, მაგრამ ჩვენს პრეზიდენტს სურს და რა გავაკეთო?“. შემდეგ იყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეხვედრა, სადაც ბუშმა იკითხა, თუ რა სამხედრო ვარიანტები იყო, ჩეინიმ თქვა – „მოდით, გამოვიყენოთ საკრუიზო რაკეტები“ და გეითსმა თქვა – „არავითარ შემთხვევაში“. გეითსის ნაცვლად რამსფელდი რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, ამ ვარიანტს გამოიყენებდნენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“11 წლის წინ ჩემი ქვეყნის მთვრობამ ჩაითრია ჩემი ქვეყანა პირველ ღია ომში” – რუსი ჟურნალისტი რომან უდოტი
შემდეგი სტატიაგამოძალვის ბრალდებით დანაშაულებრივი დაჯგუფების ოთხი წევრი დააკავეს