მიხეილ სააკაშვილი – შემოდგომაზე, რეფერენდუმის წინ, ჩამოვალ საქართველოში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩამოვა. ამ თემაზე მან ახალ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, რა რისკის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს, ის საქართველოში პროცესების უშუალო მონაწილე იქნება.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუმენტის მეორე პუნქტის მიხედვით, შემოდგომაზე, “ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად, პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე”.

“მინდა გითხრათ შემდეგი გადაწყვეტილების შესახებ, მეც მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ჩემი სიცოცხლისთვის, თუ ჩემი თავისუფლებისთვის, მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი”,- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი – პოლიტიკური შეთანხმება კარგია ყველასთვის, ვისაც სურს საერთაშორისო საზოგადოებაში წარმატებული საქართველოს ხილვა
შემდეგი სტატიანასიძის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება