მიხეილ სააკაშვილი: შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი

შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია, თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.

„მე შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია, რა გინდათ, კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს. ჩვენ გვინდა საერთო გამარჯვება. მე მზად ვარ ყველაფრისთვის და მათ შორის, თავის შეწირვისთვის. თქვენ რა გინდათ, გამარჯვება გინდათ თუ თავის შეწირვა, უბრალოდ, ზვარაკად მიტანა საქართველოდან რუსეთის მიერ გაგდებული კიდევ ერთი პრეზიდენტის სიცოცხლის, ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რატომ არ ერთვება პირდაპირ ეთერში საქართველოში მიმდინარე აქციებზე, სააკაშვილი აცხადებს, რომ ახლა მთავარი ეს არ არის.

„მიტინგებზე მე თვითონ არ ვერთვები. არ მგონია, რომ ჩემი თემა უნდა იყოს მთავარი. ჩემი სამშობლო გიჟივით მენატრება, მაგრამ ჩემ პირად ემოციებზე მაღლა ვდგავარ. თქვენ ბოლომდე გაგძარცვეს, დედა გიტირეს და უნდა უპასუხოთ. ახლა თქვენი საკითხია და არა სააკაშვილის ან ნებისმიერი სხვა გვარის ადამიანის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„არ უნდა გავბრაზდეთ არაფერზე, მიიღეს თავისი პროცენტები, ნახევარი ალბათ, მოპარეს, მაგრამ მიიღეს ცოტა. ივანიშვილის და ჩემი ერთ სიბრტყეში დაყენება, ალბათ არ იყო სწორი საარჩევნო ტაქტიკა, მაგრამ ყველას თავისი სიმართლე აქვს. გამიხარდებოდა, რომ მეტი პროცენტები მიეღო „ევროპულ საქართველოს, მაგრამ ახლა ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ. გუშინაც, გია ბარამიძე იყო ეთერში, მოთოკა ბოლოს ხალხმა ემოციები. სხვათაშორის, ძალიან მომწონს ალეკო ელისაშვილი, მართლა მებრძოლი და კარგი ადამიანი ჩანს. პირადად არ ვიცნობ. იმედია, გავიცნობ და თვითონაც ჩემთან დაკავშირებით ბევრი სტერეოტიპი მოეხსნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შექმნეს იმიჯი, რომ მე გიჟი ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ არც გიჟი და არც გაუწონასწორებელი, დავღვინდი უფრო მეტად, მაგრამ ამას პლუსებიც აქვს და მინუსებიც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ახლა შეიძლება გიჟი სჭირდებოდეს ჭაობიდან ქვეყნის ამოთრევას“.

„თქვენ შეგიქმნეს იმიჯი, რომ მე გიჟი ვიყავი. არასდროს ვყოფილვარ არც გიჟი და არც გაუწონასწორებელი. კი, ახალგაზრდა ვიყავი, უფრო ფიცხი ვიყავი შეიძლება და შევიცვალე ბევრ რაღაცაში, მაგრამ ის, რომ ახლა დაღვინდა, კი, დავღვინდი უფრო მეტად, მაგრამ ამას პლუსებიც აქვს და მინუსებიც. ბევრი გამოცდილება მივიღე ჩვენი შეცდომებით და ბევრი გავიაზრე, მაგრამ საქართველო ძალიან მძიმე დღეშია. ახლა შეიძლება გიჟი სჭირდებოდეს ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოთრევას და არა უბრალოდ, მომჯდარი, სოლიდური, რისკებს რომ არ იღებს ისეთი ადამიანი. ამიტომ, ვთქვი, რომ არ მინდა არაფერი პრემიერ-მინისტრობა, გავუშვათ წინ ახალგაზრდები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივში“ დასმული ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას საკუთარ ვენახში დაბრუნება უნდა და არა თანამდებობა.

„რა მზამზარეული, თანამდებობას გთხოვთ, კაბინეტი მინდა? ჩემს ვენახში მინდა დაბრუნება. თქვენი ქვეყანა დაიბრუნეთ და მეც გამიხარდება თქვენთან ერთად“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

 

 

banner
წინა სტატიაშიქუთაისში კორონავირუსი 25 დღის პაციენტმა დაამარცხა
შემდეგი სტატიადღეს თბილისის საქალაქო სასამართლო, “ევროპული საქართველოს” საჩივრებზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს