“მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოს მანქანიდან გადმოიყვანეს ძალის გამოყენებით” -სახალხო დამცველის წარმომადგენელი

ომბუდსმენის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში სასწრაფოს ავტომანქანით გადაიყვანეს. გლდანის ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა მიხეილ ღოღაძე, რომელმაც მესამე პრეზიდენტი მოინახულა – “მისი განცხადებით, ტრანსპორტირება მოხდა მანქანით” – ამბობს ღოღაძე.

ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული:

“ფიზიკური დაზიანებები მე ვერ შევნიშნე ამ ეტაპზე, თუმცა წარმოება მიმდინარეობს, ინფორმაციები გამოთხოვილია. მას არ უნდოდა გადმოსვლა ნომერ მე-18 დაწესებულებაში და ის გადმოიყვანეს მანქანიდან ძალის გამოყენებით” – ამბობს ომბუდსმენის წარმომადგენელი

banner
წინა სტატიაშირატი ბრეგაძე: მოვუწოდებ ოპონენტებს, დაასრულონ სიძულვილის ენა – ისინი ქმნიან გარკვეულ რისკებს როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის, ამის უფლებას ვერავის მივცემთ
შემდეგი სტატიადაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში – უკრაინის საგარეო