მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში გაასაჩივრებს პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას

პოლიტიკური პარტია “Рух нових сил”–ის ლიდერს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით გადაეცა დოკუმენტები უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. ამის შესახებ მან თავად განაცხადა დღეს, 25 ოქტომბერს, სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის შენობასთან. უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ დღეებში იგი მიმართავს სასამართლოს და გაასაჩივრებს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, 26 ივლისს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი აშშ–ი იმყოფებოდა, პრეზიდენტმა პოროშენკომ საკუთარი ბრძანების საფუძველზე მას მოქალაქეობა ჩამოართვა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინიდან დეპორტირებულ მიხეილ აბზიანიძეს ბინადრობის ნებართვა გააჩნდა
შემდეგი სტატიაიხსნება თუ არა ბარსელონაში ცხინვალის დიპლომატიური წარმომადგენლობა?