მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ერთვება

რაც ნავალნის ტრაგედია მოხდა, გააქტიურდა ჩემი თემა და მოითხოვეს ჩემი გათავისუფლება -ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე აკეთებს.

სააკაშვილის თქმით, ნავალნის სიკვდილის შემდეგ, მისი გათავისუფლება არაერთმა ევროპელმა ლიდერმა და ევროპულმა ინსტიტუციამ მოითხოვა.

ალექსეი ნავალნი, ისევე, როგორც მე თავისი ფეხით ჩავიდა საკუთარ სამშობლოში, ისევე როგორც მე გახდა რუსული რეჟიმის ტყვე და მას გაუსწორდნენ დაუნდობლად და გაუსწორდა კონკრეტულად ის რეჟიმი, რომელიც რუსეთში არის. ასე, რომ მას შემდეგ, რაც ალექსეი ნავალნის ტრაგედია მოხდა და ის იყო ნამდვილი გმირი, მინდა ვთქვა, რომ გააქტიურდა ჩემი თემა და მოითხოვეს ჩემი გათავისუფლება პოლონეთის საგარეო მინისტრმა, ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით, EPP-ის კომიტეტმა, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის ძირითადმა წარმომადგენელმა, ასევე ჩემი გათავისუფლება მოითხოვა პოლონური დემოკრატიის ალიანსმა, რაც მთავარია ცემს გათავისუფლებას ითხოვს ასობით ათასი ქართველი, რომელიც არის ხელმომწერი ამ პეტიციის,” – ამბობს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ნარკოდანაშაულთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი რომ გახდეს, მინდა, ვთხოვო ყველა შესაბამის სამინისტროს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს, შევიმუშაოთ ერთიანი, განახლებული გეგმა
შემდეგი სტატიაგვარამიას და მელიას ალიანსი დღეს ოფიციალურად გაფორმდება