მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მისი ჩამოსვლის საკითხზე აცხადებს – „როცა საჭიროა, ყველა ყველაფერს გაიგებს“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კითხვაზე, ხომ არ აპირებს არჩევნებამდე საქართველოში ჩამოსვლას, აცხადებს: „როცა საჭიროა, ყველა ყველაფერს გაიგებს“.

„საერთოდ არ მინდა ამაზე კომენტარი. ერთი რამ ვიცი, უკვე აქტიურად ვარ ჩართული პროცესებში და ეს ჩართვა მთლიანად გააქტიურდება. ეს ნამდვილად ასე იქნება.

დანარჩენი, უკვე ტექნიკის ამბავია. ნამდვილად არ ვაპირებ ე.წ. ნაკოლების მიცემას ივანიშვილისთვის ან მისი დამქაშებისთვის. ისედაც მთელი ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ, მთელი ქვეყნის რა, 2-3-ის ნამდვილად.

ნება მომეცით, ჩემი გეგმები არ გავუზიარო, ისედაც ტელეფონებში არიან შემომძვრალი, „სკაიპში“ არიან შემომძვრალი. დღეში 50-ჯერ არის მცდელობა სუს-ის მხრიდან, რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან ჩემი რაღაც კოდების გატეხვის და ა.შ. მე ყველაფერს ღიად ვამბობ, როცა საჭიროა, ყველა ყველაფერს გაიგებს, არაფერი დასამალი არ არის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

banner
წინა სტატიაშილევან თოფაძის დაჭრის საქმეზე ბუსა ჟვანიას პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიანინია კაკაბაძე: ქართულ ოცნებას ზიზღის გარდა სხვა მესიჯი საკუთარი ამომრჩევლებისთვის არ გააჩნია