მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს უნივერსიტეტის პერსონალს და სტუდენტებს გამძლეობას და დარწმუნებული ვარ სიმართლის გამარჯვებაში

“მართალი გითხრათ, ადრე არ დავინტერესებულვარ საქართველოს უნივერსიტეტის შექმნის დეტალებით. ვიცოდი, რომ ყველაფერი კანონიერად იყო, აუქციონზე იყო შეძენილი შენობა საკმაოდ ძვირად – კრედიტებით, რასაც დაემატა ამერიკული ოპიკის გრანტი და შეიქმნა კავკასიაში ერთ- ერთი გამორჩეული უნივერსიტეტი.

ახლა, როცა ჩავხედე, თუ რას ედავებიან მას, გაოგნებული დავრჩი. 80- იანი წლების დასასრულს საქართველოში ბევრი უკანონო მშენებლობა იყო, ზოგიერთი განკუთვნილი იყო “გეპეისთვის”. შევარდნაძის დროს ეს შენობები გააჩერეს და ყველა გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, ბევრმა მათი ნაწილი პრაქტიკულად უფასოდ ჩაიგდო ხელში.
2004-ში ჩვენ ეს აღვკვეთეთ და გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ დაპირებით არაფერი აღარ გაიცემოდა. შენობები გამოტანილი იქნა აუქციონზე და ზოგიერთი, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი და ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მათ შორის შეიძინა საქართველოს უნივერსიტეტმა მაღალი ფასად.

შევადაროთ ეს ვითარება ერთ ლარად გადაცემულ “ლაგუნა ვერეს”, მისი აშენების დაპირებით და ხალხმა განსაჯოს რა და როგორ აშენდა, ასევე ლარად გადაცემული წყალტუბო და აბასთუმანი, ბაკურიანის გაჩუქებული ტყე და სხვა მსგავსები.
საქართველოს უნივერსიტეტზე დარტყმა, დღეს მთელ საგანმანათლებლო სისტემაზე შეტევასთან ერთად, ეს არის რეგიონში გამორჩეული საგანმანათლებლო კერის განადგურების მცდელობა, რომელიც ორი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისგან აღიარებულია, როგორც რეგიონში ნომერ პირველი.

თავის დროზე ასეთი ნაბიჯებით ამ ხელისუფლებამ სიკვდილამდე მიიყვანა კახა ბენდუქიძე. ვუსურვებ უნივერსიტეტის პერსონალს და სტუდენტებს გამძლეობას და დარწმუნებული ვარ სიმართლის გამარჯვებაში,-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილსა და თემურ ქურციკიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
შემდეგი სტატიაუილსონი: მეგობარი აქტი აუცილებლად დამტკიცდება, რადგან ის შთაგონებულია ქართველი ხალხის მიერ