მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს პირველი მმართველი ვიყავი, ვინც ღორჯომში ავიდა

არც ერთ მმართველს ისტორიაში არ გაუკეთებია ამდენი აჭარისთვის, რამდენიც გავაკეთეთ მე და ჩვენმა გუნდმა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ​ხულოელებისთვის ბოდიში ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას აქვთ მოსახდელი, რადგან „გაჩერდა სათხილამურო კურორტებისა და ყველა სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, ასევე შეჩერდა გოდერძის გვირაბის პროექტი და ხიხანის რეაბილიტაცია“.

„რაც ვთქვი ხულოზე და ხულოში მდებარე სამხატვრო გალერეაში დასაქმებული ხელისუფლების წევრების ნათესავების მაღალ ხელფასებზე, მგონი, აჭარლებს არ სჭირდებათ ახსნა, მათ შორის ჩემს საყვარელ ხულოელებს, იციან, როგორ მიყვარს ისინი. არც ერთ მმართველს ისტორიაში არ გაუკეთებია ამდენი აჭარისთვის, რამდენიც გავაკეთეთ მე, ლევან ვარშალომიძემ და ჩვენმა გუნდმა. კარგად იცით, რომ ივანიშვილს ეზიზღება განსაკუთრებით აჭარა და აჭარლები, მეგრელები, ამ ორი კატეგორიის ხალხს ყველაზე მეტად ვერ იტანს, თუმცა მაგას მთელი საქართველო ეზიზღება. თავზე დაგასვათ სრული არარაობები, სრული ერთუჯრედიანი არარაობები, გვარს ვერ ვიხსნებ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ან ბოლქვაძეები და სხვა დანარჩენი. თვითონ ხულოს სამხატვრო გალერეა ჩემ მიერ არის აღდგენილი და გარემონტებული, მაგრამ არ შეიძლება ამაში და სახელმწიფო სსიპებში მრავალ ათას ლარს ხარჯავდე ხელისუფლების წევრების ნათესავების ხელფასებზე მაშინ, როცა ხალხი კვდება შიმშილით. ძალიან მიყვარს მანდაურობა. საქართველოს პირველი მმართველი ვიყავი, ვინც ღორჯომში ავიდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს.

მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტენთან შეხვედრის დროს ხულოს მაჟორიტარ დეპუტატზე საუბრისას 14 მაისს განაცხადა: „ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან?“. სააკაშვილმა ბოლქვაძეს, რომელიც ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში, „დეგრადირებული“ და „სუნიანი“ უწოდა.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფო კომპანიები წარმოადგენენ მიკერძოებული გარიგებისა და ნეპოტიზმის ბუდეს” – ქობულია
შემდეგი სტატია“კანონის მიხედვით მოქმედებდა საოლქო კომისია”-ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დაცვის პროცესში მმართველი გუნდი ერთვება