მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ – ევროსასამართლომ სააკაშვილის სარჩელი წარმოებაში მიიღო

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ – ევროსასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო.

სააკაშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, საუბარია სისხლის სამართლის ორ საქმეზე, ერთია ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან და მეორე – შეწყალების საქმესთან დაკავშირებული.

„ორივე საქმეზე მიმდინარეობს განხილვა, შესაბამისი კითხვები გადმოგზავნილია პროკურატურაში და შემდგომ ეტაპზე ჩვენ მოგვიწევს კონკრეტულ პოზიციებზე დაზუსტებული პასუხების გაგზავნა. მესამე პრეზიდენტის მიმართ საქართველოში, ეროვნული სასამართლოების დონეზე გამოტანილია არაობიექტური განაჩენი, ვინაიდან საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, არაჯეროვნად იყო საქმე შესწავლილი და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“, – განუცხადა „ტვ პირველს“ გიორგი ჩივიაშვილმა.

სააკაშვილის შეფასებით კი, ევროსასამართლოს კითხვები არის სრულიად არაორაზროვანი, ძალიან ნათელი და კონკრეტული.

„საერთოდ არ არის საჭირო სტრასბურგი, იმისათვის რაც იცის თითოეულმა ქართველმა, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ივანიშვილის „კაპრიზებზე“ რუსეთის დაკვეთით შექმნილი ყალბი, ცრუ საქმეები, რომელსაც არაფერი კავშირი არა აქვს სამართალთან და სამართლიანობასთან.

საქართველოს არ სჭირდება ბატონი, საქართველოს სჭირდება პატრონი, ახლა არის ბატონის ქვეშ, ოღონდ უპატრონოდ.

მე მაქვს დაგეგმილი, რომ ძალიან აქტიურად ჩავერთო პროცესებში, რომელიც უკავშირდება შემოდგომის რეფერენდუმს და ამჯერად ნიკა მელიას ციხიდან დახსნას და სხვა რეპრესიების შეწყვეტას“, – განუცხადა სააკაშვილმა „ტვ პირველს“.

banner
წინა სტატიაშისოფელ გუგუთთან კლდის მასის ჩამოსვლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიახაზარაძე: მელია არის მხნედ, იგი იზიარებს, რომ ევროკავშირის გირაო მართლაც უპრეცედენტოა