მიხეილ სააკაშვილი: არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს დამაბრკოლებელი ვერ გახდება პრეცედენტი ივანიშვილის სახით არსებობს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს დამაბრკოლებელი ვერ გახდება მომავალ არჩევნებზე, რადგან დაპატიმრებული პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილი კენჭს როგორც ევროკავშირის მოქალაქე ისე იყრიდა და ეს პრეცედენტი საქართველოში არსებობს.

მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი კენჭს იყრიდა როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ეს პრეცედენტი საქართველოში არსებობს, ასე რომ ამ პრეცენდენტის გათვალისწინებით, მე მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მთავარია ძალიან ბევრი ხალხი მოემზადოს არჩევნებზე მისასვლეად.

ამათ უნდათ დაბალი გამოცხადება, რათა შეძლონ ბევრის ჩაყრა. როდესაც მთელი ტალღა მოვა და ცუნამი, ვეღარაფერს ვეღარ შეძლებენ. ესენი (ოცნება) რობოტებივით არიან – საჭიროა რუსეთთან დაწოლა, დაუწვებიან რუსეთს, საჭიროა ევროპის გალანძღვა, გალანძღავენ ევროპას, რაც მთავარია, მათ არ უყვართ ქართველი ხალხი.

ქართველ ხალხს საკუთარ მიწაზე აღარ დაედგომებათ, ისინი არიან ღრმა დეპრესიაში. ეს მომჯდარი ელიტის ნაწილი ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე, ნაწილი კი ფიქრობს, რომ მათაც შეიძლება ეს ყველაფერი ცუდად შეუბრუნდეს უკან ტავიანთი ხელმძღვანელის მხრიდან.

ამ არასტაბილურობას უნდა მოვუღოთ ბოლო. საქართველო უნდა იყოს თავისუფალი და ოლიგარქის გავლენის გარეძე, საქართველო უნდა იყოს ევროკავშირში. ჩვენ წინ გვაქვს დიდი ბრძოლა, ძალიან განწყობილი ვარ ამ ბრძოლისთვის, როგორი ფიზიკური პრობლემებიც არ უნდა მქონდეს და პერიოდულად ეს პრობლემები რა ტქმა უდნა მაქვს, მაგრამ იცოდეთ ერთი რამ, მე აქ ჩამოვედი იმისათვის, რომ თავი დავდო სამშობლოსათვის და თითოეული თქვენგანისთვის, ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი. ჩვენს გამარჯვებას წინ ვერაფერი ვერ აღუდგება . “, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე ენმ-ის პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს
შემდეგი სტატია“2 თვის წინ ნაქირავებში დატოვა ჩართული ყველაფერი, გადაწვა სახლი და წავიდა”-რა მოხდა რუსთავის ბაზარში