მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, რადგან მან არჩევნები მოიპარა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მათი სამოქმედო გეგმა კანონისა და სამართლის სადარჯოზე ყოფნაა.

მისი თქმით, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ „ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე გახრწნა და გააუბედურა ქვეყანა, თითოეული ადამიანის მორალი და სინდისი“.

„ნიკას და ჩვენი ყველას სამოქმედო გეგმა კანონისა და სამართლის სადარჯოზე ყოფნაა. სამართლიანობას ფეხქვეშ თელავენ. მხოლოდ ის ერები არიან წარმატებული, რომლებსაც შეუძლიათ ძალმომრეობის შეკავება, უსამართლობის წინაღმდეგ ბრძოლა“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მოყვარე ქართველებს ან ციხეში სვამს, ან იძულებს ხდის, რომ ქვეყანა დაატოვებინოს.

„ივანიშვილის გეგმა დღესავით ნათელია – ყველა თავისუფლების მოყვარე ქართველი შეიძლება იყოს ან ციხეში, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, -განაცხადა სააკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ახლა საზოგადოება უნდა გართიანდეს.

„ამ სიტუაციაში ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის, რომ საზოგადოების ერთიანობა გადაიზარდოს იმაში, რაც საქართველოს მოსახლეობამ გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე თქვა. ამ დღეებში გვავიწყდება და ხშირად არ ვახსენებთ ოქტომბრის არჩევნებს. საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, რადგან მან არჩევნები მოიპარა“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში არ აღმოჩნდა არც ერთი სინდისიერი მოსამართლე და პროკურორი.

„სამწუხაროდ, საქართველოში არ აღმოჩნდა არც ერთი სინდისიერი მოსამართლე, არც ერთი სინდისიერი პროკურორი. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა ბოლომდე გახრწნა და გააუბედურა ჩვენი ქვეყანა, თითოეული ადამიანის მორალი და სინდისი. საქართველოში მოსამართლეთა კორპუსი არ არსებობს იმიტომ, რომ ყველა ერთი, დიდი ნათესაური „კლანია“, რომელიც ერთად ქაფავს ფულს“,-განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი – ნიკა მელია გახდა თავისუფლების სიმბოლო
შემდეგი სტატიაჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება ამ საღამოს მიღებული გადაწყვეტილების ფონზე