“საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მისი თქმით, “რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როდესაც საქართველომ თბილისი არ დათმო:
“რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ არ დავთმეთ თბილისი. შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა და ახლა დასასრულს უახლოვდება! საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად! – წერს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსეთში მიმდინარე სამხედრო ამბოხს ეხმაურება.