14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: საია „რეჟიმის დანამატია“, ხოლო ის, ვინც დასავლეთიდან ამ ორგანიზაციას აფინანსებს, „რეჟიმს ეხმარება“

საიამ თქვა, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური მოტივებით იდევნება და ერთხელ არ ამოღერღა იგივე ჩემზე – სინამდვილეში ყოველთვის იყვნენ რეჟიმის დანამატები, ხოლო იდიოტები, ვინც მათ დასავლეთიდან აფინანსებენ, რეჟიმს ეხმარებიან, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.

სააკაშვილის შეფასებით, საია „რეჟიმის დანამატია“, ხოლო ის, ვინც დასავლეთიდან ამ ორგანიზაციას აფინანსებს, „რეჟიმს ეხმარება“.

„ყველაფერი რისი ცოდნაც გჭირდებათ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გუშინ თქვა, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური მოტივებით იდევნება.

ეს იყო ასოციაცია, რომელმაც 14 წლის განმავლობაში ერთხელ არ ამოღერღა იგივე ჩემზე და რომლის ერთი თავმჯდომარე ქოცების თავდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო მეორე ქოცების პარლამენტის თავმჯდომარე, მესამე იმავე პარლამენტში ვიცე-სპიკერი.

ამიტომაც საზოგადოების თვალში ნდობა აქვთ ნული და სინამდვილეში ყოველთვის იყვნენ რეჟიმის დანამატები. ხოლო ის იდიოტები, ვინც მათ დასავლეთიდან აფინანსებს, რეალურად რეჟიმს ეხმარებიან“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიუხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
შემდეგი სტატიასტიქია მარტვილში — დატბორილია სახლები და სავარგულები