მიხეილ სააკაშვილი: საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება!

ბებიაჩემი მზია წერეთელი

საერთოდ არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება, გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ახლა, გამარჯვებისთვის საჭიროა მთელი ძალების მობილიზაცია.

„საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება! გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება – ჩვენ გვჭირდება ახლა მობილიზაცია, მოქმედება და გამარჯვება ჩვენი იქნება ყველა შემთხვევაში, ოღონდ, რა თქმა უნდა, მთელი ძალების მობილიზაციის პირობებში. ამ პროცესში ვარ ჩართული ბოლომდე და მე, მიხეილ სააკაშვილი, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამ რეფერენდუმის ყველანაირი გადადების“, – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ქართველი მეცნიერი პაატა გიორგაძე გარდაიცვალა