მიხეილ სააკაშვილი: საერთაშორისო სასამართლოში თეა წულუკიანი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლების მიერ რუსეთის მხრიდან პროვაკაციების თავიდან აცილების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს.

არჩევანის ეთერში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ქმედუუნარობა მოსახლეობის განწყობებზეც აისახება.

„თუ ლიდერები არიან კაპიტულანტურები, თუ ლიდერებს თვითონ არაფრის თავი არა აქვთ, რა თქმა უნდა, ხალხს ვერ მოსთხოვთ იმას, რომ თავის ლიდერებს თავზე გადაახტეს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით კი იუსიტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სასამართლოში თეა წულუკიანი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდა.

„ეს არის მთავრობა და ამაში დასამალი არაფერი არ არის, რომლის მინისტრი დარბოდა საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგაში და სთხოვდა, იქნებ, როგორმე გაამტყუნო ქართული მხარე, იქნებ როგორმე საქმე აღძრათ სააკაშვილზე, იქნებ ჩვენ დაგვადანაშაულოთ ომის დაწყებაშიო,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ივანიშვილის დამსახურებაა. ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სასამართლოში საქმის წარმოების დაწყების მიზანი არა სამართლიანი გამოძიება, არამედ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის გამოკვეთა წარმოადგენდა.

„მე გამაფრთხილა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, რომ მომზადებულია გეგმა საქართველოში შეჭრის. ჩვენ ეს ვიცოდით, მე ვაფრთხილებდი ამის შესახებ ამერიკასაც და სხვებსაც. სცენარი იყო საქართველოს და თბილისი აღების და ჩვენ ეს სცენარი გავაჩერეთ. მე მიმაჩნია, რომ საკმაოდ დაგვიანებული იმიტომ, რომ ჩვენც ვუწევდით ანგარიშს საერთაშორისო კონიუქტურას. ჩვენ გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშირატომ უყვირა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ ბუშს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: როგორ გგონიათ ხალხს მოვატყუებდი, ან ერთი და იგივე სკამში ჩავხტებოდი?!