მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს მკურნალობის კურსს, რომელიც ამ ჰოსპიტალში მას არ უტარდება – ადვოკატი

“ის სტაბილურად იკლებს წონას და მიდის იმ წონამდე, სადაც იმყოფებოდა შიმშილობის დასრულების პერიოდში. გარდა ამისა, მას აქვს ნევროლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული პრობლემები, რაც გავლენას ახდეს გადაადგილების უნარზე და მოძრაობის უნარზე. ცხადია, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ კვლავ გასაკეთებელი. ამაზე საუბარია სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის და “ემპათიას” კონსილიუმის დასკვნებში, რომლებიც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება და ორივე მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს მკურნალობის კურსს, რომელიც ამ ჰოსპიტალში მას არ უტარდება”,- თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საძაგლიშვილის თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა ხვალინდელ სასმართლო პროცესში მონაწილეობას მესამე პრეზიდენტი და ეს ყველაფერი მის ჯანმრთლობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრას, ამაზე საძაგლიშვილი ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“ეს იქნება ისტორიული მოვლენა. ალბათ, თითოეულ ქართველს უნდა უნდოდეს, რომ ეს არ მოხდება საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ ცივილურად”,- აღნიშნა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიელისო ბოლქვაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას შეხვდა
შემდეგი სტატიარუსთაველზე დაგეგმილ აქციას სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერი შეუერთდება