საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთს აკრიტიკებს და საქართველოს ხელისუფლებას საზღვრის დაუყოვნებლივ დაკეტვისკენ მოუწოდებს.
“ამაზე მეტი ირონია რა გინდა, რუსეთმა, რომელიც ამდენი წელია მთელი მსოფლიო ააქოთა “ლუგარის ლაბორატორიიდან” მომდინარე საფრთხეებზე საუბრით (არადა ლუგარიდან სიკეთის გარდა არაფერი მიგვიღია), ახლა თითოეულ ქართველს ემუქრება რუსული ლაბორატორიიდან წამოსული შავი ჭირის აგრესიული ფორმით.
აი ასეთნი არიან რუსები – ყოველთვის სხვებს აბრალებენ იმას, რასაც თვითონ აკეთებენ.
ქოცებო, აბა ახლა თქვით “მთავარია ომი არ დაგვიწყოს და თუნდაც შავ ჭირს წაუღია ქვეყანა” 😠
საზღვარი დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს!”_ წერს სააკაშვილი.















