მიხეილ სააკაშვილი: როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას, როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მესამე პრეზიდენტის თქმით, მისთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება, თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას, როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო

“გადამწვარი სახლები და დაბომბილი ქალაქები, გაუბედურებული ოჯახები და ობლად დარჩენილი ბავშვები – აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.

ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, ორმაგად მტკივნეული იყო იმის ყურება თუ როგორ ესხმოდა თავს რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობას! როგორ ნადგურდებოდა თანამედროვე საქართველო, მაგრამ ისევე, როგორც ყველა ქართველს, დღემდე მაძლიერებს იმ გმირი ბიჭების თავდადება და შემართება, რომლებმაც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს, ასჯერ უფრო დიდი მტრის წინააღმდეგ!

მათი სახელების უკვდავსაყოფად შემოვიღეთ ტრადიცია – მოგონების ყაყაჩო. სიმბოლურად, გმირების სისხლით შეფერილი ლამაზი ქვეყანა, რომელიც განადგურებას გადავარჩინეთ” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო ჩვენი ღრმა სამძიმარი. ჩვენი გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს, ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს
შემდეგი სტატია“გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს უკრაინა!” – ზელენსკი