13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: როგორც ირკვევა, ნიკა მელია აპირებდა საღამოს პროცესზე მოსვლას ჩემთან სადებატოდ, კარგია, რომ არ დავრჩი ამ პროცესზე, გადავრჩით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

_დღეს ორი ე.წ. სასამართლო ჩამინიშნეს. დილის პროცესის შემდეგ, რამდენიმესაათიანი მოცდა მიწევდა სასამართლოს საკუჭნაოში „ზვიგენის საბოტაჟის“ საქმის განხილვამდე. ამიტომ ჩემი სათქმელი დილასვე ვთქვი და ციხეში დავბრუნდი. ახლა ირკვევა, რომ საღამოს პროცესზე ნიკა მელია აპირებდა მოსვლას და ემზადებოდა ჩემთან სადებატოდ, მანამდე ნიკა ბოიკოტირებდა სასამართლოს. ხოდა, ვიფიქრე, რომ კარგია რომ არ დავრჩი დღეს. ძალიან მძიმე აღსაქმელი იქნებოდა დიქტატურის ტყვეების ვერბალური პაექრობა შუშის ვოლიერს შიგნით, როგორც რომში არენაზე დატყვევებული გლადიატორების. ეს არა მხოლოდ უზარმაზარ სიამოვნებას მიანიჭებდა დიქტატორს, არამედ უპრეცედენტო იქნებოდა მსოფლიო პოლიტპატიმართა ისტორიაში.  ასე რომ, გადავრჩით და იმედია, მომავალში არ ჩავიყენებთ თავს სასაცილო მდგომარეობაში. ძალა ერთობაშიa.

 

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართულენოვანი განყოფილება გახსნა
შემდეგი სტატიაკირცხალია: კიდევ უფრო მეტ აჟიოტაჟს მოველოდი იმიტომ, რომ იციან მდინარაძის პოლიტიკური წონა