“ის, რომ ჩემს ფეიჯზე 4 მილიონი ინდივიდუალური შემომსვლელია, ე.ი. ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფი ქართველების 90 %, ნიშნავს, არამხოლოდ ჩემი პიროვნების აქტუალურობას უფრო მეტად, ვიდრე კიევში ყოფნის დროს (არადა ჩემი ტყვეობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ჩემი დე-აქტუალიზაციაა), არამედ ბევრ სხვა მონაცემთან ერთად (მათ შორის თბილისში და ბათუმში ოპოზიციის და ქოცების შეფარდება 80 – 20-ზეა) ნიშნავს რომ არანაირი გახლეჩა საზოგადოებაში პრაქტიკულად არ არსებობს, ვინაიდან ამ 20% ის უკან არ დგას არანაირი იდეოლოგია, არც ლიდერის სიყვარული, არამედ სუფთა გამორჩენაა და პატრიოტიზმის არქონა.
თუ ხალხი ამას დაელოდება, ის დამარცხდება. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაითავისუფლოს საკუთარი თავი და პატიმრებიც, არანაირი კომპრომისი ბოროტებასთან”,_ წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.


















