მიხეილ სააკაშვილი – რეჟიმი იშლება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბოლოდრონდელ მოვლენებზე – გიორგი გახარიას გადადგომასა და ნიკა მელიას პატიმრობის გადადებაზე – Facebook-ზე ვიდეო-მიმართვას ავრცელებს.

“უზურპატორი მთავრობის პრემიერმინისტრი გახარია გადადგა, რადგან არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ძალების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლისღვრაზე და ხალხის მასობრივ დარბევაზე. ეს არის მართლაც დიდი გამარჯვება ოპოიზიციური ერთობის, ნიკა მელიასი და ქართველი ხალხის. ახლა მნიშნელოვანია, რომ არ მოვასუსტოთ ეს ერთობა, პირიქით, გავაფართოვოთ, რადგან მთავარი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ქართველი ხალხისთვის ნების დაბრუნება”

მისივე აზრით, საბოლოო მიზნის მისაღწევად, ანუ რიგგარეშე არჩევნების დროულად ჩასატარებლად, დიპლომატიური კორპუსის ჩართვაა საჭირო.

“ამ სიტუაციაში საჭიროა სიფხიზლე და შეთანხმების დროზე მიღწევა რიგგარეშე არჩევნებზე, ახალი საარჩევნო კომისიითა და საერთაშორისო დამკვირვებლებით. მინდა, მივმართო უცხოურ დიპლომატიურ კორპუსს, მადლობა ევროკავშირის ელჩს ძალიან სწორი განცხადებისთვის, დღევანდელი ამერიკის საელჩოს განცხადებაც იყო სწორი, მაგრამ ახლა უნდა ვთქვათ, რომ როცა პრემიერმინისტრი გადადგა და ღრმა კრიზისია, ყველა შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები, საქართველო რითაა სხვა ქვეყნებზე ნაკლები?”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, საქართვეოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ “რეჟიმი იშლება, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მობილიზაცია და სიფრთხილეა საჭირო, ბოლომდე არის მისაყვანი საქმე”.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია გახარიაზე – ეს დასაფასებელია
შემდეგი სტატიაზურაბ ბიგვავამ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა დატოვა