მიხეილ სააკაშვილი : რასაც უკეთებენ მელაშვილს და სხვა ადამიანებს, მცდელობაა გადაფარონ უბედურება, რაც საქართველოში ხდება

region
ავტ.: region ოქტომბერი 7, 2020 22:23

მიხეილ სააკაშვილი : რასაც უკეთებენ მელაშვილს და სხვა ადამიანებს, მცდელობაა გადაფარონ უბედურება, რაც საქართველოში ხდება

ის, რასაც ახლა უკეთებენ ივერი მელაშვილს და სხვა ადამიანებს, არის მცდელობა გადაფარონ ის უბედურება, რაც ხდება საქართველოში, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის საკთხზე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას.

სააკაშვილის თქმით, „ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება და საქართველოში ყველაფერი შეიცვლება“

„სახელმწიფო ინსტიტუების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა, ქვეყნის ერთი ახირებული ფეოდალის პირად საკუთრებად ქცევა – ამ ყველაფრის გადაფარვა ისეთი სისულელით, რასაც სამი წლის ბავშვი არ დაიჯერებს. მე მინდა ვუთხრა ჩვენს ღვაწლმოსილ მუშაკს, ბატონ ივერის და მთლიანად საქართველოს – სულ ცოტა კიდევ გაძელით.

ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება და საქართველოში ყველაფერი შეიცვლება. საქართველო ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყებს წინ მოძრაობას და ვერავინ შეძლებას შექმნას ქაოსი და არეულობა ვერც ქვენის შიგნით, და ვერც ჩვენს მეზობლებთან. საქართველში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა დემოკრატიული გზით და ამას წინ არ დაუდგება არანაირი სიცრუე და მანიპულაცია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

region
ავტ.: region ოქტომბერი 7, 2020 22:23