სააკაშვილი: რადგანაც ოდესელი ვარ, ოდესას ბოლო წუთამდე დავიცავ

“მე პირადად, რადგანაც ოდესელი ვარ, ოდესას ბოლო წუთამდე დავიცავ”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რადიო “Эхо Москвы”-ს პროგრამა “Разворот”-ში ისაუბრა:

“მე პირადად, რადგანაც ოდესელი ვარ, ოდესას ბოლო წუთამდე დავიცავ. ასე არის განწყობილი ბევრი ჩემი ოდესელი მეგობარი. ყოველი ჩვენგანი იპოვის ისეთ მეთოდს, როგორ დაიცვას ქვეყანა, უკრაინის სახელმწიფო, როგორ დაიცვას თავისი სახლი. კიდევ ერთხელ ვამბობ: დავიცავ ჩემს სახლს, თუ პუტინი ჩემს სახლთან მოვა. ჩემი სახლი კი ამჟამად ოდესაშია – თუ ის მოვა ჩემს სახლში, სადაც ის მე ნამდვილად არ დამიპატიჟია, მოვნახავთ თავდაცვის მეთოდებს.

მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვფიქრობთ ეკონომიკურ ცვლილებებზე, რეფორმებზე, მე ვფიქრობ ამ საკითხებზე და არა მხოლოდ იმაზე, როგორ ვტაცოთ ხელი იარაღს და ვინმეს ვესროლოთ – ეს საერთოდ ყველაზე კოშმარული სცენარია”, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაკრონი და ზელენსკი პარიზში 16 აპრილს შეხვდებიან
შემდეგი სტატიაJohnson & Johnson-მა ევროპისთვის ვაქცინის მიწოდება დროებით შეაჩერა