მიხეილ სააკაშვილი – ქვეყანას მართავს ბარიგა, რომელიც უკვე ბანდიტად გადაიქცა და კონსტიტუციის ყველა მუხლს ფეხქვეშ თელავს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი მოვლენების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მე აქ უცხოელ მეგობრებთან ჩაის დასალევად მოვედი. ჩემთან შემოვიდნენ ადამიანები და მითხრეს, რომ შეიარაღებული ჯგუფი ჩემს ასაყვანად მოვიდა. მათ ლიფტში შესვლა და ჩემს სართულზე ამოსვლა სცადეს, თუმცა სასტუმროს დაცვამ მათ შესაბამისი საბუთები სთხოვა, ვინაიდან ეს კერძო მფლობელობაში არსებული ტერიტორიაა. მათ ეს საბუთები არ ჰქონდათ და სასტუმროს დატოვება მოუხდათ“, -განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, სპეცრაზმის ჯგუფი კვლავ სასტუმროს მახლობლად იმყოფება. „ქვეყანას მართავს ბარიგა, რომელიც უკვე ბანდიტად გადაიქცა და კონსტიტუციის ყველა მუხლს ფეხქვეშ თელავს. თუ მე ჩავიდინე ის, რაზეც ლუცენკო რადაში გამოსვლისას ტყუოდა, ვინ აძევებს ქვეყნიდან ასეთ მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ადამიანს?! ეს კი იმიტომ ხდება, რომ მათი ჩანაწერი დამონტაჟებული აღმოჩნდა და ახლა ჩემი მოშორება სურთ. ლუცენკო და პოროშენკო, როგორც ყოველთვის, ტყუიან, მათ სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლიათ“, – დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“ყველაფერი კანონის ფარგლებში გადაწყდება,” – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი
შემდეგი სტატიავარკეთილში დაჭრილ ახალგაზრდას კლინიკა “ოპტიმალ მედიში” ოპერაცია ჩაუტარდა