“ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი”, – ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი ბაჩო ახალაიას დაკავებას.
როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლება ბაჩო ახალაიასგან აღიარებით ჩვენებას, მისი მეუღლის დაკავებით ვერ მოიპოვებენ.
“ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი.
ძალიან ცუდად იცნობენ ესენი ბაჩოს, რომ თავის პატარა ბინძური ჭკუით ფიქრობენ, რომ მისი მეუღლის დაჭერის მუქარით, ბაჩოსგან რამე აღიარებას მოიპოვებენ.
და საერთოდ აღარ დადგა დრო, რომ საზოგადოებამ აღიაროს ის, რომ ახალაია სრულიად შეთითხნილი ბრალდებებით იყო გასამართლებული და ბოლო-ბოლო აღარ უნდა დასრულდეს ამ ოჯახის მრავალწლიანი ტანჯვა?
კარგი, ვაშლის თლისთვის მისი დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.


















