მიხეილ სააკაშვილი ქართველ ახალგაზრდობას მიმართავს

მინდა ვუთხრა ქართველ ახალგაზრდობას, საერთოდ არაფერი მინდა ჩემთვის, დავანებოთ თავი უფროს თაობებს. თქვენ თავისუფალ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება თუ აღარ გინდათ, რომ საქართველო იყოს თქვენი სამშობლო და საცხოვრებელი ადგილი? ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომლითაც არჩევნების წინასწარ შედეგებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ახალგაზრდებმა ხელისუფლებას პასუხი უნდა გასცენ.

„ჩემი აზრით, ახლა, ძირითადად ივანიშვილს აწყობს ნარატივი, რომ ქართველი ხალხი გაიყიდა, აიღეს 50-ლარიანები და როგორც ყოველთვის, გაყიდეს თავისი მომავალი, მაგრამ ეს ასე არ არის. ქართველმა ხალხმა გუშინ უარი უთხრა ივანიშვილს. ივანიშვილმა კი, ღამე მოიპარა გამარჯვება, გადაწერა ოქმები. მინდა ვუთხრა ქართველ ახალგაზრდობას, საერთოდ არაფერი მინდა ჩემთვის, დავანებოთ თავი უფროს თაობებს. თქვენ თავისუფალ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება თუ აღარ გინდათ, რომ საქართველო იყოს თქვენი სამშობლო და საცხოვრებელი ადგილი? ახლა თუ ამათ პასუხი არ გავეცით, თუ ახლა ივანიშვილს პასუხი არ გაეცა მთელი სიმკაცრით, საზოგადოებრივი რეაქციით, საქართველო, როგორც ქვეყანა, თქვენი სამშობლო და სადაც დემოკრატიის რაღაც ნიშანი მაინც არის, წყვეტს არსებობას და ბოლომდე ვხდებით რუსეთის რაღაც საზიზღარი, ბოლო კლასის პოლიტიკური დანამატი. გავრილოვის ღამეს თქვენ იბრძოლეთ და დაანახეთ მთელ მსოფლიოს საქართველოს ღირსება, არაერთხელ დაანახეთ საქართველოს ღირსება მთელ მსოფლიო. ახლა არის ეს მომენტი, პოლიტიკოსების გულისთვის არა, ჩვენი სამშობლოს, საქართველოს გულისთვის ამოვიღოთ ყველამ ხმა. ეს ქურდობა, თავხედობა, დანაშაული, რომელიც ივანიშვილმა ჩაიდინა, არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. პასუხი უნდა იყოს სწრაფი, მყისიერი და მძლავრი. ზუსტად ვიცი, რაზეც ვსაუბრობ და მე ვიცი, რომ თქვენც იცით. საქართველო ახლა საფრთხეშია. გთხოვთ, ყველამ ამოვიღოთ ხმა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისროლა დმანისში – დაჭრილია საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: არჩევნები ჩაატარეს შანტაჟით, გაყალბებით