მიხეილ სააკაშვილი: “ქართული ციხიდიან მე შევძლებ თავი გავითავისუფლო და კვლავ დავბრუნდები უკრაინაში”

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, პარტია “Рух нових сил”-ის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ განხორციელდება მისი ექსტრადიცია საქართველოში, იგი მაინც დაბრუნდება უკრაინაში რამდენიმე კვირის შემდეგ. ამის შესახებ მან განუცხადა გამოცემა “Страна.ua”-ს.
“პოროშენკო რისკზე მიდის. ვთქვათ, გამაძევა მან საქართველოში, სადაც ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილია საქმე “სახელმწიფო გადატრიალების” ბრალდებით…მაგრამ ქართული ციხიდიან მე შევძლებ თავი გავითავისუფლო და კვლავ დავბრუნდები უკრაინაში…მე გამიშვებენ ციხიდან მაქსიმუმ ორი კვირის შემდეგ. საქართველოში მე მინიმუმ ორჯერ უფრო პოპულარული ვარ, ვიდერე უკრაინაში… დიდი ხნით ციხეში ვერ ჩამაჯენენ, მე მეტისმეტად დიდი ვარ მათთვის. პოროშენკო განიხილავს სხვადასხვა სცენარს. ისინი ფიქრობდნენ ჩემს დეპორტაციაზე საქართველოში ან პოლონეთში ან კიდევ ჰოლანდიაში, სადაც ახლო ნათესავები მყავს “, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა განაცხადა ინტერვიუში, ის არ აპირებს დასავლეთ ევროპაში გამგზავრებას, იქ ცხოვრება მისტვის არ არის საინტერესო. ” პოროშენკო შეეცდება განახორციელოს ჩემი დეპორტაცია საქართველოში და ფულსაც გადაიხდის, რომ იქ ციხეში გამაჩერონ”,- ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიემენში ჰუსიტებმა ყოფილი პრეზიდენტი მოკლეს
შემდეგი სტატიააშშ კორეაში მანევრებს იწყებს-ფხენიანი ბირთვულ ომს ვარაუდობს