19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

“მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია”- ლევან ბეჟაშვილი რეპრესიებზე საუბრობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი  და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პუტინის პირადი პატიმარია — ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დღეს პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება.

„მიხეილ სააკაშვილი დატყვევებულია მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ევროპისკენ წაიყვანა, დაამარცხა კორუფცია, შექმნა ძლიერი სახელმწიფო და არასოდეს დაუხრია თავი რუსეთის წინაშე. მის გარდა, დღეს პოლიტიკურ ტყვეობაში არიან ენმ-ის ლიდერი ირაკლი ნადირაძე და ჩვენი პარტიის 15 წევრი, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ისჯებიან, რომ თავისუფლებას, ევროპას და საქართველოს იცავენ“, — აღნიშნა ოპოზიციონერმა ლიდერმა.

ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, 2012 წლიდან, უკვე 14 წელია, საქართველოში შენდება შიშზე, ძალადობასა და პოლიტიკურ დევნაზე დაფუძნებული სისტემა, რომლის მთავარი სამიზნეც „ნაციონალური მოძრაობაა“, ხოლო ათასობით ადამიანი ამ რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

მისივე თქმით, ეს ბრძოლა ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებამდე და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიაჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასურსათისთვის განკუთვნილი პლასტმასისგან დამზადებული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის მოთხოვნების დარღვევაზე სანქცია წესდება