25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: პუტინი ფიქრობს სომხეთში სამხედრო ინტერვენციაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კავკასიის რეგიონში მოსალოდნელ სამხედრო საფრთხეებზე საუბრობს. მისი თქმით, მოსკოვს ისტერიულად სურს კავკასიის გზის ჩაკეტვა დასავლეთისთვის, რის გამოც ვლადიმერ პუტინი მეზობელ სომხეთში შეჭრას გეგმავს.

როგორც სააკაშვილი წერს, აღნიშნულ ინფორმაციას სხვა წყაროებიც ადასტურებენ.

„პუტინი ფიქრობს სომხეთში სამხედრო ინტერვენციაზე. ამისთვის მას დიდი ძალები არ დასჭირდება, რადგან სომხეთის არმია დემორალიზებულია და იქ არსებობს კარგად ჩამოყალიბებული მეხუთე კოლონა, ოლიგარქ კარაპეტიანის მეთაურობით“,_ წერს სააკაშვილი.

სააკაშვილის განცხადებით, სომხეთში რუსული სამხედრო შეჭრის საფრთხე, მის გარდა, საჯაროდ უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმაც დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: უნდა ვემზადებოდეთ სცენარისთვის და არა მითიური არჩევნებისთვის
შემდეგი სტატიასააკაშვილი: საქართველოს შანსია თურქეთთან და აზერბაიჯანთან თავდაცვის პაქტის გაფორმება