მიხეილ სააკაშვილი: პოროშნკოს ადმინისტრაცია აპირებს პეჩერის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციას

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპირებს კიევის პეჩერის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციას. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ექს–პრეზიდენტმა, უკრაინის “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.
“გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა იგორ რაინინმა მიმართვა გააგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პეჩერის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის მოთხოვნით. ხომ ხვდებით, რის შესახებ მიხდება საუბარი?
იმისათვის, რომ მე გამასამართლონ, პრეზიდენტი გუშინ, რატომღაც გუშინ, ჩემი საქმის განხილვის წინა დღეს, ფაქტიურად ეუბნება ამ მოსამართლეებს: რეორგანიზაციას ჩაგიტარებთ და არცერთი იქნებით მოსამართლე თუ არ გაასამართლებთ სააკაშვილს და არ დააკავებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოს შენობის წინ მისი საქმის განხილვის დაწყებამდე.
შეგახსენებთ, 11 დეკემბერს პეჩერის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა გენპროკურატურის მოთხოვნა და სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა მიხეილ სააკაშვილი.
ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა “Гордон”.

banner
წინა სტატიაშითავშეკავება პოზიციაა, დარბაზიდან გასვლა კი საკუთარი პოზიციის გამოხატვის შიშს ავლენს
შემდეგი სტატიარაულ ხაჯიმბა: აფხაზეთის ბაზრები სავსეა საქართველოდან შემოტანილი პროდუქციით