მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს და ივანიშვილს – მე თქვენი არ მეშინია, მე მართალი ვარ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო და უკრაინა მასთან მიმართებაში ერთმანეთში შეთანხმდნენ. „ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ პოროშენკოსა და ივანიშვილს შორის შეთანხმება არსებობს. ისინი ჯერ მაშანტაჟებენ და მაშინებენ. ამბობენ, რომ თუ უკრაინაში ჩავალ, ციხეში აღმოვჩნდები იმ ბრალდებებით, რომლებსაც არავინ სცნობს“, – განაცხადა სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიხეილ სააკაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ „პოროშენკომ გადაწყვიტა პოლიტიკური ოპონენტი მოეშორებინა“. „მან გადაწყვიტა ჩემი დაჭერა და ივანიშვილისთვის ჩემი, როგორც მისი პერსონალური პატიმრის გადაცემა. მე თქვენი არ მეშინია. მე მართალი ვარ“, – დასძინა მან.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისში მერობის კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატიახონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დაწესებულებიდან რამდენიმე პატიმრის გაქცევის შესახებ ინფორმაციას უარყოფს