მიხეილ სააკაშვილი: პოროშენკოს ბრძანებით ბლოკირებულია ტელეარხი “NewsOne”

კიევში, ტელეკომპანია “NewsOne” ბლოკირებულია პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანების საფუძველზე. ამის შესახებ პარტია “Рух нових сил”-ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ვიდეომიმართვაში, რომელიც “ფისბუკის” მის პირად გვერდზეა განთავსებული.
“პოროშენკოს ბრძანებით ვიღაც ტიტუშკები მივიდნენ NewsOne-თან და მის ბლოკირებას ახდენენ, რათა დასაჯაონ, რომ სიმართლე არ ილაპარაკოს”,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისი აზრით, ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე აქცია უკავშირდება მის გადაწყვეტილებას პირდაპირ ეთერში გადასცეს საპროტესტო აქცია, რომელიც დღეს კიევში ჩატარდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით. სააკაშვილი ამბობს, რომ ამ ტელეარხის გარდა, ყველა სხვა არხმა უარი განაცხადა აქციის ტრასლირებაზე.
“მე არ მიყვარს NewsOne-ის მფლობელები, მე ვთვლი, რომ ისინი არ არიან კარგი ადამიანები, მაგრამ…ეს არის ერთადერთი საინფორმაციო საშუალება, რომელიც ახლა უჩვენებს კიევის ცენტრში არსებულ განწყობილებას…ახლა იქ მივდივარ, რომ დავიცვა ეს არხი”, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, 3 დეკემბერს კიევში გაიმართა საპროტესტო მარში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით, რომელიც სააკაშვილის და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური მოძრაობის ორგანიზებული იყო. საპროტესტო მსვლელობაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა “Гордон”.

banner
წინა სტატიაშიმირზა სუბელიანი: მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: რა უნდა მოხდეს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი?