მიხეილ სააკაშვილი პირობას დებს, რომ დნეპროპეტროვსკის ყოფილ გუბერნატორს, იგორ კოლომოისკის დააპატიმრებს

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი პირობას დებს, რომ დნეპროპეტროვსკის ყოფილ გუბერნატორს, ბიზნესმენს იგორ კოლომოისკის დააპატიმრებს, როდესაც უკრაინაში ხელისუფლებაში მოვა.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, კოლომოისკიმ “ხელისუფლებისგან მიიღო მასზე თავდასხმის დავალება”, რის შემდეგ ტელეკომპანია “1+1”-ის ეთერში მასალა გავიდა, რომელიც მის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. “კოლომოისკი ციხეში იჯდება და ვერანაირი შვეიცარია მას ვერ გადაარჩენს. ჩემი კავშირებით, მის მსგავსს პირს მე შვეიცარიაშიც და მალაიზიაშიც მივწვდები”, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისას არც ერთი ქართველი სამხედრო არ დაშავებულა
შემდეგი სტატიაშსს-მ რუსთავში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა