მიხეილ სააკაშვილი: პირადი წყენები ყველამ თავისთვის უნდა შეინახოს, როცა საქმე ეხება საქართველოს ყოფნა არყოფნას

თქვენ არ იქნებოდით ნაწყენი ჩემ მაგივრად?! – მიხეილ სააკაშვილი “ევროპულ საქართველოსთან” ურთიერთობაზე საუბრობს და არ მალავს, რომ ყოფილი თანაგუნდელებისგან ადამიანურად ნაწყენია, თუმცა არა პოლიტიკურად:

ადამიანურად ვარ ნაწყენი მაგრამ გუბაზ სანიკიძეც შეიძლება ნაწყენი იყოს რომ ვაშარჟებდი ხოლმე ხანდახან და მე გუბაზზე შეიძლება ძაან ნაწყენი ვყოფილიყავი, …ხომ ვართ ახლა ერთად? პირადი წყენები ყველამ თავისთვის უნდა შეინახოს, როცა საქმე ეხება საქართველოს ყოფნა არყოფნას – ამბობს მიხეილ სააკაშვილი “მთავარ აქცენტებში” საუბრისას.

მისივე თქმით, სია, რომელიც წარადგინა ნაციონალურმა მოძრაობამ და ძალა ერთობაშიამ, პრაქტიკულად კოალიციურია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სიაში არიან ადამიანები, ვისთანაც ბევრ საკითხში წარსულში “ენმ” ვერ თანხმდებოდა, თუმცა ახლა გაერთიანების დროა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” 31 ოქტომბრის არჩევნებში 40-დან 50%- მდე მხარდაჭერისა და “ივანიშვილის ერთპიროვნულად დამარცხების” რეალური შანსი აქვს:

მას შემდგ რაც დავამარცხებთ ივანიშვილს, მაქსიმალურად ფართოდ ჩავრთავთ სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებს და არამხოლოდ პოლიტიკურ სუბიექტებს, ქვეყნის მართვის პროცესში – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ “ენმ” არის პარტია, რომელიც არასდროს მიეყიდება ივანიშვილს, ეს ივანიშვილმაც იცის და სწორედ ამიტომ ებრძვის მას მთელი ძალით.

​ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს, ჩვენ ვჭირდებით ქართულ საზოგადოებას, რაც უფრო ფართო პლატფორმა შეიქმნება, როცა კოალიციაზე ვლაპარაკობთ, მე არ მინდა საზოგადოება დარჩეს პარტიული შეთანხმებების მიღმა, ამიტომ ვერიდები პარტიულ შეთანხმებებზე და გარიგებებზე ლაპარაკს – ამბობს მიხეილ სააკაშვილი “მთავარ აქცენტებში” საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: სეპარატიზმის მხარდაჭერა დაუშვებელია
შემდეგი სტატიაამოვიდა ყელში, 8 წელი ჩემს ქვეყანაში ვერ შევსულვარ იმის გამო, რომ შიშები აწუხებს ერთ კაცს და ღამე ვესიზმრები