მიხეილ სააკაშვილი პირადი დაცვის მომსახურებაზე უარს აცხადებს

მიხეილ სააკაშვილი პირადი დაცვის მომსახურებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა facebook-ის გვერდზე დაწერა და უკრაინის უშიშროების სამსახურს ოფიციალური წერილით აცნობა.

ოდესის გუბერნატორის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბრალდებები მის მიმართ. ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი საომარ ზონაში იმყოფებოდა და უკრაინელ მებრძოლებს შეხვდა. ამ ვიზიტის ამსახველი კადრები კი ინტერნეტით გავრცელდა.

ვიდეო მასალაში ჩანდა უკრაინელთა პოზიციები, რის გამოც ოდესის გუბერნატორი გააკრიტიკეს. გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებაც დაიწყო, თუმცა უწყებამ ეს ფაქტი არ დაადასტურა.

banner
წინა სტატიაში,,კვირიკაშვილმა დიალოგის სურვილი გამოთქვა, მაშინ როცა ღარიბაშვილი მხოლოდ ტელევიზიით გვყავს ნანახი”
შემდეგი სტატია,,„მინისტრთა კაბინეტის გადატვირთვა ვადამდელი არჩევნების გარეშე უნდა მოხდეს“