მიხეილ სააკაშვილი – პეტრო პოროშენკო იაფფასიანი „მაფიოზივით“ იქცევა, ის „ბოლო გაფრთხილებას“ მაძლევს

პეტრო პოროშენკო იაფფასიანი „მაფიოზივით“ იქცევა, ის „ბოლო გაფრთხილებას“ მაძლევს, – ამის შესახებ კიევში მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„პეტრო პოროშენკო იაფფასიანი „მაფიოზივით“ იქცევა, ის „ბოლო გაფრთხილებას“ მაძლევს. როდესაც მე ოდესაში ვმუშაობდი, მან მოქალაქეობა ჩამოართვა ალექსანდრე ბოროვიკს და ამით მაფრთხილებდა, რომ მეც იგივე მელის. მე არ დავნებდი და მან მოქალაქეობა ჩამომართვა. ახლა მე კიევში ვარ და იჭერენ ჩემი გარემოცვის ყოფილ წევრებს, სცემენ და საქართველოში თავზე ტომარაჩამოცმულებს აგზავნიან. პოროშენკო ისევ მაფრთხილებს, რომ მეც იგივე მელის. მაგრამ მე ამის არ მეშინია – დამაკავონ, მცემონ, მომკლან – უკრაინელ ხალხს ისინი ვერ შეაჩერებენ“, – აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო უწყება: საფრანგეთი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს მთლიანობას
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – არჩევნებში არავინ დამარცხებულა, ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა