მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედიდან” N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის “ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა” , გამოწერეს კლინიკიდან.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა ვივამედში, სადაც ის ამ დრომდე იმყოფებოდა და მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ვინაიდან, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: დიქტატურის შემდეგი ნაბიჯები უახლოეს თვეებში ყველა დამოუკიდებელი პლატფორმის გაუქმებაა
შემდეგი სტატიაზურაბ ჩხაიძე: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი