ვუსურვებ პატრიარქს გამოჯანმრთელებას. მე მასთან დიდი ხნის ისტორია მაკავშირებს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხმაურება.
მისი თქმით, ის ლოცულობს ილია მეორის ჯანმრთელობისთვის და ამისკენ მოუწოდებს სხვებსაც.
,,ვუსურვებ პატრიარქს გამოჯანმრთელებას. მე მასთან დიდი ხნის ისტორია მაკავშირებს. ბოლოს ვნახე ბერლინში, კლინიკაში, რამდენიმე წლის წინ. ის ძალიან კომპლექსური და საინტერესო ისტორიული ფიგურაა, რომელმაც ავტოკეფალია დაუბრუნა ქართულ ეკლესიას, ბევრ ადამიანს წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს მისი როლის მიმართ, მაგრამ მე ვლოცულობ მისი გადარჩენისთვის და სანთლებს ვანთებ, ამისკენვე მოვუწოდებ სხვებს,”– წერს სააკაშვილი.

















