საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
_დამოუკიდებელმა არხებმა მშვენივრად გააშუქეს ჩემი “სასამართლო” პროცესი. გამოჩნდა სახე მათი ვინც რამეს მაბრალებს, ვინც ჩვენებას იძლევა და გადაწყვეტილება ვისაც გამოაქვს, კი იცით.
საქმე იმაშია, რომ ქოცების მოსვლის შემდეგ დანიშნულმა კბილაშვილმა ვერ გარისკა, ჩემს წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალის წარდგენა და ის მოხსნეს და შედეგ მოსკოვის მითითებით დანიშნეს ფარცხალაძე, რომელიც როგორც აღმოჩნდა ФСБ-ს მოქმედი ოფიცერი იყო და სწორედ ფარცხალაძემ შეთითხნა ბრალი ჩემს წინააღმდეგ. მისი დაწერილი “საქმით” მასამართლებენ დღემდე.















