
შეიქმნას სახალხო ნდობით აღჭურვილი მთავრობა, რომელსაც ხალხის ნდობა ექნება, დაიწყოს საზოგადოებრივი დებატები ამ ტემაზე.
ოდესაში საბოტაჟს გვიწყობენ, ყველა ადმინისტრაციული ვერტიკალი იმას ფიქრობს, ღმერთმა არ ქნას ოდესაში რაიმე კარგი მოხდესო…
მივმათავ უკრაინის პრეზიდენტს , ეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და შეწყიტოს ჩვენი ხელის შეშლა“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და თავისი მოთხოვნები ჩამოაყალიბა, რომელიც არა „უახლოეს თვეებში ან 6 თვეში შესრულდება, არამედ დაუყოვნებლივ, ამ დღეებში“:
1. ნდობის მთავრობის შექმნა და პროცესის გამჭვირვალობა;
2. ოდესაში ოლიგარი და სეპარატისტი პროკურორის მოხსნა და ტრუხანოვზე სისხლის სამართლის საქმის აღიძვრა;
3. ადგილობრივი საგადასახადო უწყების ხელმძრვანელების მოხსნა
4. რეფორმების ჩატარებაში ხელის შეშლის შეწყვეტა.
ოდესის გუბერნატორის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა უნდა აირჩიოს რეფორმების გზა და
დაიწყოს გამჭვირვალე პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში „რეფორმეტორებს არაფერი აკავშირებს ახლანდელ მთავრობასთან და თვითონ დამოუკიდებლად კონსტიტუციურად იმოქმედებენ“ – თქვა სააკაშვილმა.
„ქვეყანა ჩიხშია და ხელის დაფარების დრო გავიდა, ახლა საკუთარი კომერციული ინტერესების დაცვის დრო მორჩა და უნდა გადავფურცლოთ ეს ფურცელი, ან ჩვენ ყველა, ვისაც სჯერა უკრაინის ნათელი მომავლის, ჩამოვყალიბდებით და ცალკე ვიმოქმედებთ. არაფერია გადასადები“ – თქვა სააკაშვილმა.
პრესკონფერენციას 9 წუთში 11 ათასი ონლაინ მაყურებელი ჰყავდა.
https://youtu.be/PsGnzp7n5Wo















