მიხეილ სააკაშვილი – ოპოზიცია სულ მალე იჯდება პარლამენტში

ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და ეს მოხდება ბევრად ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

სააკაშვილის თქმით, დღევანდელი დღე სწორედ ამის დადასტურებაა.

„იმ ხალხის გასაგონად, ვინც იძახის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და არა ქუჩაში, ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და ეს მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია – დღევანდელი დღე ამის ნათელი დასტურია“, – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები არიან
შემდეგი სტატიათელავი- ყვარლის გზაზე შეჯახება მსხვერპლით დასრულდა