8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიცია გამოდის ზამთრის დეპრესიიდან, რაც კარგია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ოპოზიცია გამოდის ზამთრის დეპრესიიდან, რაც კარგია.

,,თარიღების დაკიდებაც გასაგებია, მაგრამ მთავარია ყოველდღე გავატაროთ პოლიტიკა, რაც ნიშნავს უსამართლობასთან ყოველდღიურად და არა კალენდარული გრაფიკით ბრძოლას.
ეს თავისთავად ნიშნავს, არა პოლიტიკურ მიმომხილველობას (ცუდები რომ არიან ყველამ გავიგეთ), არამედ მხილებას და შეტევას. აი ისე როგორც, ამას აკეთებს, მაგალითად იგივე ლაშა ფარულავა.
ასევე, ქოცებმა დაარღვიეს მთავარი შეთანხმება მცირე ბიზნესთან, “არ გეხებით, არ შეგვეხოთ”, ამიტომ სასტუმროების, რესტორნების, ავტოსერვისების, კერძო კლინიკების, გადამამუშავებელი საწარმოების მფლობელებმა აუცილებლად უნდა მონახონ პოლიტიკის დაფინანსების მაქსიმალურად უსაფრთხო ფორმები, მხოლოდ მთელი საზოგადოების კონსოლიდაციით დავამარცხებთ ამათ”,
-წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაიტალიის პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს