მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებულ დონბასთან კედელის აშენების წინადადებით გამოდის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებულ დონბასთან კედელის აშენების წინადადებით გამოვიდა.
„მხარს ვუჭერ იმას, რომ დიდი კედელი ავაშენოთ და დროებით გავემიჯნოთ ოკუპირებული დონბასის ნაწილს, რათა კონცენტრირება უკრაინის დარჩენილ ნაწილზე მოვახდინოთ“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
„ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს მას შემდეგ, რაც დავამარცხებთ კორუფციას და სწრაფ განვითარებას დავიწყებთ. მაგრამ, იმისთვის რომ ეს ტერიტორიები სწრაფად დავიბრუნოთ, ცვლილებები პირველ რიგში კიევში უნდა მოხდეს“, – დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : მე ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ-იორკის ბირჟას და გადაცემას “ვის უნდა 20 ათასი”
შემდეგი სტატიაპროფესიული განათლების იმიჯის ასამაღლებლად ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 172 100აშშ დოლარით 10 პროექტი დააფინანსა