მიხეილ სააკაშვილი: ოდესა მაშინ აყვავდება, როცა კიევი განთავისუფლდება კორუფციისგან

ოდესა მაშინ აყვავდება, როცა კიევი განთავისუფლდება კორუფციისგან – ამის შესახებ ოდესის უკვე გადამდგარმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა – “112 უკრაინა” ავრცელებს.
“მე როცა აქ მოვედი, მინდოდა, რომ აქ განვითარების იგივე ტემპები ყოფილიყო, რაც ბათუმში. მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, რომ ბათუმში ჩვენ წინსვლა მხოლოდ მაშინ დავიწყეთ, როცა თბილისი კორუფციონერებისგან გავანთავისუფლეთ. და ოდესაც მაშინ დაიწყებს აყვავებას, როცა კიევი განთავისუფლდება კორუფციონერებისგან, რომლებიც ბანდიტებს მფარველობენ” – განაცხადა სააკაშვილმა.

“ძალიან მიყვარს ეს მხარე, ჩვენ ძალიან ბევრი რამ დავიწყეთ. მე მუდმივად ვხვდებოდი უბრალო ადამიანებს ქუჩებში, ველებზე, რომლებიც ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ: ოღონდ არ დაგვტოვო, არ წახვიდეთ. მე ოდესელებს ნამდვილად არ დავტოვებ ბედის ანაბარა. მაგრამ მათ მინდა ვუთხრა, რომ ოდესას ჩვენ აუცილებლად წამოვწევთ წინ” – დაამატა ჩინოვნიკმა – “112 უკრაინა” წერს.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: პაოლო ჯენტილონის ვიზიტს იტალიის მთავრობის მხრიდან გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად განვიხილავთ