მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე თავდასხმის შესახებ – რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო – ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს

რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო – ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კოალიცია „ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმას.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია.

„რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო, „პოსტ ტვს“ თანხლებით, ნიკა მელიაზე. ზუსტად ამას აკეთებდნენ შევარდნაძე, მამალაძე და ასლან აბაშიძე 2003-ში. ივანიშვილი აპირებს ყველას გადაუჯოკროს. ჩვენ კი მეტად ორგანიზებული და ერთიანი უნდა ვიყოთ ვიდრე ოდესმე, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია, არ უნდა გავაკეთებინოთ“,- წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიფავლენიშვილი – გპირდებით და ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი არის, რომ შიდა ქართლი გახდეს უმდიდრესი და ძალიან განვითარებული მხარე საქართველოში
შემდეგი სტატიასამინისტრო: რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად ახალი გვირაბი გაიხსნა